თბილისის ნაძვის ხე მსოფლიოს რჩეულებშია

21 დეკემბერი, 2015

1saaxalwlo-koncertiთბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე ნაძვის ხე მსოფლიოს რჩეული ნაძვის ხეების ჩამონათვალში მოხვდა.

Euronews-მა ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა იმ ნაძვის ხეების ჩამონათვალი, რომლებსაც ყველაზე უცნაური ფორმა აქვთ. სტატიის ავტორი ირწმუნება, რომ ადამიანის ფანტაზიას არ აქვს დასასრული და ამის დასადასტურებლად მსოფლიოს ყველაზე უცნაური ნაძვის ხეების ფოტოებს აქვეყნებს.

სულ ჩამონათვალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დადგმული 7 ნაძვის ხე მოხვდა. შვიდეულში საპატიო მეორე ადგილი თბილისში, თავისუფლების მოედანზე მურაზ მურვანიძის მიერ შექმნილ ნაძვის ხეს მიენიჭა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მურაზ მურვანიძის ნამუშევარი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა. რამდენიმე წლის წინ თავისუფლების მოედანზე მდგარი ნაძვის ხე 8 საუკეთესო საახალწლო ნაძვის ხეს შორის დასახელდა.

უკვე მეექვსე წელია მურაზ მურვანიძის დიზაინით შექმნილი ნაძვის ხე თბილისის ცენტრალურ მოედანზე დგას. როგორც მხატვარი ამბობს, თავდაპირველად მისი ამ ჩანაფიქრის გაგება საზოგადოებას გაუჭირდა და ხელოვანი გაკიცხეს, წმინდა გიორგის კაბა ჩააცვაო, დროთა განმავლობაში კი ისე მიეჩვინენ, ახალი წელი ამ ნაძვის ხის გარეშე ვერც კი წარმოუდგენიათ.

”არტინფო” გთავაზობთ იმ უცნაური ნაძვის ხეების ფოტოებს, რომლებიც Euronews-ის აზრით, ყველაზე უცნაურია:

1.ბოგოტას ნაძვის ხე

1nadvis-xe-bogota

 

 2. თბილისის ნაძვის ხე

1nadzvis-xe-tbilisshi

 

3. ესტონეთის ნაძვის ხე

1nadzvis-xe-estonetshi

 

4. მექსიკის ნაძვის ხე

1nadzvis-xe-meqsikashi

 

5. ბეირუთის ნაძვის ხე

1nadzvis-xe-beirutshi

 

6. სინგაპურის ნაძვის ხე

1nadzvis-xe-singapurshi

 

7. კოტ დიუვარის ნაძვის ხე

1nadvis-xe