ვახუშტი კოტეტიშვილის იუბილე პოეზიის საღამოთი აღინიშნება

7 დეკემბერი, 2015

1vaxushtiცნობილი ქართველი ფოლკლორისტის, მთარგმნელისა და პოეტის ვახუშტი კოტეტიშვილის იუბილეს ხალხური პოეზიის საღამო მიეძღვნება.

წელს ვახუშტი კოტეტიშვილს 80 წელი შეუსრულდებოდა. მისი იუბილე დაგვიანებით, მაგრამ მაინც აღინიშნება.

10 დეკემბერს რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები, ინდივიდუალური და ჯგუფური შემსრულებლები – მელექსეები, მომღერლები, მოცეკვავეები, იუმორის ოსტატები.

საღამო ეძღვნება ხალხური სიტყვიერების სფეროში განსაკუთრებული დამსახურების მქონე პიროვნებების ვახუშტი კოტეტიშვილის 80 წლის იუბილეს, ალექსი ჭინჭარაულის 90 წლის იუბილეს და იურა (გიორგი) ჯაფარიძის 75 წლის იუბილეს და მათ ხსოვნას.

საღამოს ტრადიციულად ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული გაუძღვებიან.