ვაჟა-ფშაველას უცნობი ხელნაწერები საჯაროა

2 დეკემბერი, 2015

1vajas-festivali2015 წელს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემოქმედის ვაჟა-ფშაველას უცნობი ხელნაწერები გასაჯაროვდა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ახორციელებს საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამას “ვაჟა-ფშაველა”, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას გაეცნოს ცნობილი ლექსების, პოემების და პირადი ჩანაწერების ორიგინალებს.

3 დეკემბერს გახსნილ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვაჟას ნაწარმოებების ის ორიგინალები, რომლებშიც კარგად ჩანს თუ როგორც ცვლიდა ავტორი, შლიდა და ალამაზებდა თითოეული სტრიქონის კეთილხმოვანებას, დამთვალიერებელი გაეთნობა ისეთი შედევრების შექმნის სამუშაო პროცესს, როგორებიცაა „ბახტრიონი“, „ზვიადაური“, „გველის მჭამელი“.

პროექტი გამოფენასთან ერთად მოიცავს საჯარო სალექციო კურსებს. ლექციებს ვაჟაზე წაიკითხავენ ეთერ თათარაიძე თემაზე „ვაჟას ნამდვილი ბიოგრაფია“, თამარ შარაბიძე თემაზე „მითოსური და ქრისტიანული მოტივები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში“ და ლევან გიგინეიშვილი თემაზე „ვაჟა ფშაველა, როგორც პუბლიცისტი“.