ევროვიზია 2016-ის ქართველი კონკურსანტი ცნობილია

15 დეკემბერი, 2015

1ewroviziaa-20162016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს კონკურსანტის ვინაობა ცნობილია.

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაასახელა ის მომღერალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მომავალი წლის მაისში, შვედეთში გამართულ ევროფესტივალზე წარადგენს.

საქართველოს სახელით ევროვიზია 2016-ში მონაწილეობას მიიღებენ ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz. ალტერნატიულ როკჯგუფთან მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონკურსანტის დასახელების შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სიმღერის კონკურსიც გამოაცხადა. 8 იანვრის ჩათვლით, ყველა კომპოზიტორს შესაძლებლობა ეძლევა სპეციალურად ნიკა კოჩაროვის & Young Georgian Lolitaz-ისთვის შექმნას კომპოზიცია, მათი ჟანრის გათვალისწინებით – ალტერნატიული ინდი როკი ელექტრონული მუსიკის ელემენტებით.

სიმღერის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. შემოსული განაცხადებიდან შეირჩევა 5 სიმღერა, მათ შორის საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური და მაყურებელი გამოავლენს.

1nika-kocharovi