გიორგი უშიკიშვილის ბრალდებები ფოლკლორის ცენტრს

23 დეკემბერი, 2015

1giorgi-ushikishvilisსაქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი ცენტრის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ახალ ბრალდებებს საჯაროდ უყენებს და დასმულ კითხვებზე პასუხს ითხოვს.

გიორგი უშიკიშვილი:

“ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ავტომობილით Kia optima (URU 445), რომელიც ჩემს დროს შევიძინეთ და მე დავდიოდი რეგიონებში, ახლა ამ მანქანით ცენტრის დირექტორის ცოლი რატომ დადის? (საჭესთან თავად ზის და ამ წუთას რუსთაველზე ჩამიარა).

ანუ სახელმწიფო მანქანით და საწვავით ცოლის მომსახურება ახალი წესია? აჰა უკვე გასაგებია ცენტრმა რამოდენიმე დღის წინ რატომ შეიძინა მესამე ახალი ავტომობილი 50.000 ლარად (აღსანიშნავია რომ ცენტრის ბალანსზე 2 ავტომობილია).

იმ დროს როცა ამდენი ფოლკლორული ანსამბლი დასაფინანსებელია და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია განსახორციელებელი, ჩემს მიერ დანგრეულ ფოლკლორს (მათი სიტყვებია) ასე აშენებთ?”