,,გახდი ვარსკვლავის” გამარჯვებული გამოვლენილია

26 დეკემბერი, 2015

1gaxdi-varskvlaviმუსიკალური შოუს “გახდი ვარსკვლავი” პირველი სეზონის გამარჯვებული გამოვლენილია. GDS-ზე დაწყებული გრანდიოზული შოუს ათკვირიანი მარათონი დასრულდა.

მაყურებელი 10 კვირის განმავლობაში თითო ფინალისტს ხმის მიცემის სისტემით ირჩევდა. კონკურსანტებს ბერა და ზაკ რისი აფასებდნენ.

,,გახდი ვარსკვლავის” სუპერფინალში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ ბექა ფიცხელაური, ელენე კუხალაშვილი, გიგი ადამაშვილი, ომო გადაბაძე, სანდრო კახიძე, თაკო ჭავჭანიძე, მარიამ კოტრიკაძე, თათია ცქვიტაია, გიორგი შერაზადიშვილი და მერი მამულაშვილი.

პროექტის პირველი სეზონის გამარჯვებული ბექა ფიცხელაური გახდა. GDS ,,გახდი ვარსკვლავის” გამარჯვებულს სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში, ბრიტანულ მუსიკალური ინსტიტუტში (BIMM) გაუშვებს, სადაც მას ერთი წლის განმავლობაში საშუალება ექნება გამოცდილ პედაგოგებთან ერთად საკუთარ ვოკალურ მონაცემებზე იმუშაოს.

2beka-ficxelauri