აღმოჩენა დადიანების სასახლეში

13 დეკემბერი, 2015

1dadianebis-sasaxleზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლეში, სადაც სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ახალი აღმოჩენა გაკეთდა. სასახლის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, სპეციალისტებმა სასახლის ნანგრევები აღმოაჩინეს.

სპეციალისტების მტკიცებით, ახალი აღმოჩენა ზომებით და ნახაზით ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული „ჯვარედინი სასახლის“ იდენტურია. ეს სასახლე თავის მემუარებში აღწერილი აქვს მარი ბროსეს. სასახლე გაიწმინდა, გაითხარა და გამოვლინდა მყარად ნაგები შენობა.

ჯვარედინი სასახლის აღმოჩენამდე დადიანების სასახლის ბოტანიკურ ბაღში, არქეოლოგებმა ნიკო დადიანის

არქეოლოგიური სამუშაოები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მომავალ წელს გაგრძელდება.