ანსამბლ ,,მეტეხს” ვარსკვლავს გაუხსნიან

6 დეკემბერი, 2015

1metexiფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტი “მეტეხის” ვარსკვლავი გაიხსნება. ინფორმაციას ანსამბლის დამაარსებელი გელოდი ფოცხიშვილი ავრცელებს:

“1978 წლიდან ვინც კი ანსამბლ “მეტეხის” ისტორიაში პატარა წვლილი მაინც შეიტანა ყველას გილოცავთ, ყველა თაობას გილოცავთ ამ წარმატებას… კონცერტზე მაყურებელი იხილავს უამრავ ახალ ქორეოგრაფიულ საავტორო დადგმას, მუსიკას, კოსტუმებს. “შოუს” დიზაინც განსხვავებული და მრავალფეროვანი იქნება…

25 დეკემბერს საქართველოს ქორეოგრაფიული სამყარო კიდევ ერთხელ იზეიმებს ანსამბლ “მეტეხის” ამ წარმატებას და იმედი მაქვს კიდევ უამრავი მოცეკვავის თუ ქორეოგრაფიული ანსამბლის ვარსკვლავი დაამშვენებს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის მიდამოებს.”