ალექსი მაჭავარიანი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია

15 დეკემბერი, 2015

1aleqsi-machavarianiცნობილი ქართველი კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.

ქართველი ხელოვანი, რომლის სახელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზს მიენიჭა, ევროპული საზოგადოების ფოკუსშია. კომპოზიტორის 100 წლის იუბილე მისი შვილის ვახტანგ მაჭავარიანის ინიციატივით, საქართველოში და საზღვარგარეთ გრანდიოზული კონცერტებით და კონფერენციებით აღინიშნა.

ცნობილმა გერმანულმა გამომცემლობამ „WOLKE” გამოსცა სპეციალური წიგნი ალექსი მაჭავარიანზე, სახელწოდებით „ალექსი მაჭავარიანი – კომპოზიტორი და მისი ეპოქა“ (“Alexi Matchavariani – Der Komponist und seine Zeit “).

წიგნი უკვე გაყიდვაშია გერმანიის, ავსტრიის და შვეიცარიის ქვეყნებში.

მომავალ წელს კი წიგნი პარიზშიც გამოვა.