ავთანდილი ქურდების მსხვერპლია

17 დეკემბერი, 2015

1avtndilქართველი დიზაინერი ავთანდილი ქურდების მსხვერპლია. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მემოდელე ზარალდება.

ინფორმაცია ქურდობის შესახებ ავთანდილმა თავად გაავრცელა:

“ვიღაცამ კარგად დაცადა და დაჟე დაარიგა ეტყობა… რავი, იქნებ საახალწლოდ სხვა საჩუქრებით დააკმაყოფილოთ ნაშები.”

თბილისში მდებარე დიზაინერის მაღაზიის კედელზე ინგლისური აბრევიატურის რამდენიმე ასო მოიპარეს. ამჟამად მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უახლოესი ვიდეოკამერების ჩანაწერების შესწავლა მიმდინარეობს.

გასულ წელს ანალოგიური ფაქტი ზუსტად ამავე პერიოდში მოხდა. ქურდების მსხვერპლი მაშინაც ავთანდილის მაღაზიის აბრევიატურა გახდა.

1avtandili-gaqurdes