21 დეკემბერი, 2015

ჯანეტ ქერდიყოშვილის შედეგი ,,მის სამყაროზე’’ ცნობილია

1janeti-mis-samyaroze“მის საქართველო 2011” ჯანეტ ქერდიყოშვილი “მის სამყარო 2015”-ზე საქართველოს წარადგენდა. ქართველ მოდელს ამ კონკურსში მონაწილეობა 2 წლის წინ უნდა მიეღო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სილამაზის კონკურსის ნაცვლად საავადმყოფოში აღმოჩნდა.

წლევანდელ “მის სამაყროში” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 80 გოგონა მონაწილეობდა. საქართველოს წარმომადგენელი რჩეულებში ვერ მოხვდა, ის ტოპ 15 გოგონას შორის არ დასახელდა.

წლევანდელი “მის სამყარო 2015” მის ფილიპინები გახდა. მის დაჯილდოვებას წინ უხერხული მომენტი უძღოდა. საღამოს წამყვანმა სტივენ ჰარვიმ მის ფილიპინების ნაცვლად გამარჯვებულად მის კოლუმბია გამოაცხადა. გოგონას თავზე გვირგვინიც დაადგეს, მაგრამ მოგვიანებით წამყვანმა ახსნა, რომ შეეშალა და გამარჯვებული მის ფილიპინებია.

საბოლოოდ “მის სამყარო 2015” გახდა მის ფილიპინები, მეორე ადგილი მის კოლუმბიას მიენიჭა, მესამე კი მის ამერიკას.

1mis-samyaro