8 დეკემბერი, 2015

ყველაზე ორიგინალური საჩუქარი ნინო ქათამაძეს

nino-katamadze-tekash.ipgმომღერალი ნინო ქათამაძე ნამდვილად განებივრებულია მსმენელისგან. გულწრფელი ოვაციები, ულამაზესი  ყვავილები და სამახსოვრო საჩუქრები მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებისგან გულწრფელი მადლიერების გამოხატვის ფორმაა.

მომღერლის რიგითმა  მსმენელმა მაია სამნიძემ ნინოს ორიგინალური საჩუქარი მოუმზადა. მაია სოციალური საწარმო “აკესოს” ბენეფიციარია. ის ყოფილი პატიმარია. პროფესიით მხატვარი ნარკოტიკების მოხმარების გამო 2008-13 წლებში სასჯელს ქალთა მეხუთე კოლონიაში იხდიდა. საპატიმროში თექაზე მუშაობა დაიწყო, გათავისუფლების შემდეგ კი სახელოსნო გახსნა.

მაია სამნიძემ თავისი ნამუშევრები საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” გამოფინა. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურმა ცენტრმა “თანადგომა” კონფერენცია მოაწყო თემაზე “ნარკოდამოკიდებულება: პრობლემები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები”. მაიას ნამუშევრებიც ამ კონფერენციის ნაწილია.

მაია სამნიძემ ნინო ქათამაძე მომღერალი თექაზე სიმღერის დროს გამოსახა. ნამუშევარი თუშური მატყლით არის შესრულებული და გამოყენებულია ზეთის საღებავები, თვლები და ტყავი. ავტორი აცხადებს, რომ ნინო ქათამაძე მისი მეგობარია.

ნინო ქათამაძის პორტრეტი გაყიდვას არ ექვემდებარება. ნამუშევრის ავტორს მისი მომღერლისთვის ჩუქება სურს.