10 დეკემბერი, 2015

ოთარ ჭილაძის რომანი სომხურად

1otar-chiladzis-romani-somxuradოთარ ჭილაძის ერთ-ერთი პირველი რომანი სომხურად ითარგმნა და წიგნად გამოიცა. პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. წიგნი სომხური გამომცემლობის “ანტარესის” მიერ გამოიცა და მისი მთარგმნელი ანაიდა ბოსტანჯიანია.

ოთარ ჭილაძის “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” პირველად ითარგმნა სომხურად და ის გამომცემლობა ანტარესმა გამოსცა.

“თაყვანს ვცემ ოთარ ჭილაძის მუდამ ნათელ ხსოვნას. რომ იცოდეთ, როგორ მეამაყება და როგორ მიხარია, ვერც კი წარმოიდგენთ ალბათ,” – ამბობს რომანის მთარგმნელი.

“გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” ოთარ ჭილაძის პირველი რომანია, სადაც მოქმედება ანტიკური კოლხეთის პერიოდში ხდება.