21 დეკემბერი, 2015

ბიჭოლა ბოდიშს იხდის

1bicholaუკრაინაში მოღვაწე ქართველი დიზაინერი ბიჭოლა ბოდიშს იხდის. დიზაინერი, რომელიც პოპულარული თავისი ბალიშების კოლექციით გახდა და შემდეგ ანუკი არეშიძესთან ერთად ბრენდიც ჩამოაყალიბა, საჯაროდ აცხადებს, რომ წლების წინ ერთ ლამაზ გოგონას აწყენინა. ეს გოგონა “მის საქართველო 2015” ნუკა ყარალაშვილია და ახლა ბიჭოლა მას საჯაროდ უხდის ბოდიშს.

ბიჭოლა:

“შევეცდები მოკლედ დავწერო, თან ქართულად! დაახლოებით 8-9 წლის წინ კიკალა სტუდიოში ერთ გოგონას შევხვდი. ჩემი ენის გამო ამ გოგონასთან მომივიდა პატარა უთანხმოება, რისიც ახლა ძალიან მცხვენია, ძალიან ვაწყენინე, შეიძლება ეს მისთვის დიდი სტიმულიც იყო, დროთა განმავლობაში გამოვასწორე შეცდომები და ამ გოგონასთან დავმეგობრდი. ის კონფლიქტის დღე არასდროს გაგვხსენებია, მაგრამ მე სულ მინდოდა მომეხადა ბოდიში!

ალბათ იმ დროს ვერც ის და ვერც მე ვერ ვიფიქრებდით იმას, რომ ის მის საქართველო 2015 იქნებოდა, ან მე ვიქნებოდი იქ სადაც ახლა ვარ. აი ერთადერთი მიზეზის გამო ჩავფრინდი ჩინეთის კუნძულ სანიაზე, მხოლოდ ერთი დღით, რომ მეგულშემატკივრა ამ გოგონასთვის!”