20 ნოემბერი, 2015

სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები, რომელიც დაგაფიქრებთ

1stiv-jobsiკომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი სტივ ჯობსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანი იყო. Apple-ის თანადამფუძნებელი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“არტინფო” გთავაზობთ სტივ ჯობსის უკანასკნელ საუბარს, რომელიც მან სიკვდილის წინ წარმოთქვა:

“ბიზნესის სფეროში წარმატების მწვერვალს მივაღწიე. ბევრისთვის ჩემი ცხოვრება წარმატების განსახიერებაა.

ვაღიარებ, სამსახურის გარდა, არც თუ ისე ბევრი რამ მაბედნიერებს. სიმდიდრე – ეს მხოლოდ ცხოვრების ფაქტია, რომელსაც უბრალოდ შევეჩვიე.

ვწევარ საავადმყოფოს ლოგინზე და მთელს ჩემს ცხოვრებას ვიხსენებ. ახლა კი მივხვდი, რომ სიმდიდრემ და აღიარებამ, რომლითაც ასე ვამაყობდი, სიკვდილის მოახლოებასთან ერთად ყველანაირი მნიშვნელობა დაკარგა.

როდესაც სიბნელეში აპარატზე მოციმციმე მწვანე შუქს ვუყურებ და მისთვის დამახასიათებელ მექანიკურ ხმას ვუსმენ, ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას და ღმერთის სუნთქვას. ახლა როდესაც საკმარისად გვაქვს ფული, დროა დავფიქრდეთ ცხოვრების სრულიად სხვა საკითხებზე, რომლებიც სიმდიდრესთან კავშირში არ არის..

ცხოვრებაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს. შეიძლება ზოგისთვის ეს ურთიერთობებია, ზოგისთვის ხელოვნება, ან ბავშვობის ოცნებები…

სახელის მოხვეჭისკენ ან ფულისკენ სწრაფვა, ადამიანს მარიონეტად ხდის. ეს მეც დამემართა. ღმერთმა ჩვენ გრძნობებით დაგვაჯილდოვა, რათა საყვარელი ადამიანებისთვის გვეთქვა, თუ როგორ გვიყვარს…

სიმდიდრეს, რომელიც ამ ცხოვრებაში მოვიხვეჭე, თან ვერ წავიღებ. რასაც თან წავიღებ, ეს მხოლოდ მოგონებებია, რომლებიც სიყვარულთანაა დაკავშირებული. აი ეს არის ნამდვილი სიმდიდრე, რომელიც თან უნდა გდევდეთ, გაძლევდეთ წინსვლის ძალას.

სიყვარულს ყველაზე დიდი სიშორის დაძლევაც შეუძლია. ცხოვრებას საზღვრები არ გააჩნია. მიაღწიეთ იმ მწვერვალებს, რომელთა მიღწევაც გსურთ. წადით იქ, სადაც გული მიგიწევთ. ეს ყველაფერი თქვენ ხელშია.

ბევრი ფულით თქვენ შეგიძლიათ დაიქირავოთ ადამიანები, რომლებიც ყველგან წაგიყვანენ, სამსახურში ან სახლში ყველაფერს გაგიკეთებენ, მაგრამ ვერავინ იავადმყოფებს თქვენს მაგივრად.

მატერიალური საგნები, რომლებსაც ჩვენ ხელიდან ვუშვებთ, ვკარგავთ, კიდევ შეიძლება გამოვძებნოთ, გამოვიმუშავოთ. მაგრამ არის ერთი რამ, რომელიც თუ დაკარგე, ვერასდროს იპოვნი, ეს ცხოვრებაა.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ და რას მიაღწიეთ. ყველასთან დადგება დღე, როცა ფარდა დაეშვება…

თქვენი განძია სიყვარული ოჯახის წევრებისადმი, მეგობრებისადმი, ახლობლებისადმი…
გაუფრთხილდით საკუთარ თავს. იზრუნეთ სხვებზე…”