10 ნოემბერი, 2015

ჯაბა კილაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

1jaba-kiladzeმსახიობი ჯაბა კილაძე, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა საჯარო გამოსვლებით და ხმამაღალი განცხადებებით, სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

ჯაბა კილაძე:

– ჩემი პოსტი ვერ იქნება პოპულარული, იმიტომ რომ არ ვაგინებ არ ვლანძღავ არავის და არ ვითხოვ რევოლუციას, გამგებმა გაიგოს. მიტინგი, ძალადობა, ჩარტყმა, სროლა, გადადგეს, იმიტომ რომ მე მინდა მოკალით, იმიტომ რომ მე მინდაა… არ დაიღალეთ, არ მოგბეზრდათ, არ გინდათ ეს ერთი პატარა ქვეყანაა ორივემ და საერთოდ ვინც ხართ ერთად პოლიტ სპექტრი და არა მარტო პოლიტ სპექტრი, მთელმა საზოგადოებაამ ერთად გავაკეთოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ყველა ვიცხოვრებთ კარგად, დავიჯერო ასეთი ძნელია?

რაც თავი მახსოვს, სულ მესმის ზვიადიი, ედუარდიი, მიშაა, ბიძინაა, დაჯეე, სარკოო, აღარ მინდა ეს ბელადის სინდრომიი… ევროპაში, სადაც ასე გულით გვინდა, იქ ხო ეგრე არ ყვირიაან? მაგალითად, გერმანიაში ასე შვებიან, ანგელაა, ანგელაა? იმ ევროპიდან თუ რამე უნდა აიღო მაგალითი, უნდა აიღო როგორ უყვართ, როგორ ყვებიან თავის ქვეყანას ზედ, არა მარტო თავის შვილს, არა მარტო თავის სახლს და აივანს, ქვეყანას, გაიგეთ?! ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ ერთი ფიქრობთ ნაცები დასახოცებიაო, მეორე ფიქრობს, ოცნება დასახოციაო.

მე ვფიქრობ, რომ აი, ამ მარაზმით და ქაოსით სარგებლობს რუსიც, ამერიკელიც და რა ვიცი, ყველა, ვისაც არ ეზარება და ჩვენ ამას ვერ ვხვდებით! ესე იყო სულ მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე, სულ შიდა პრობლემა და ამის საფასურს იხდიდნენ მომავალი თაობები, მათ შორის თქვენიც ძვირფასო მთავრობავ და ოპოზიციავ!

ასე რომ, ერთხელ მაინც სცადეთ ქვეყნისათვის, მომავლისთვის რამე სხვა ფორმით დაალაგოთ ქვეყანაა. სისხლი სისხლს არ ბანს, პირიქით, მეტს ითხოვს, შეიგნეთ ეს ერთმაც და მეორემააც!!!

აღიარეთ ერთმა მხარემ, რომ, დიახ, მიუხედავად სახლების ღებვისა, ბევრი სიბინძურე აკეთეთ და ეს ყველამ იცის, თქვენ პირველ რიგში, და მეორე მხარემ აღიარეთ, რომ მთავრობის დიდი ნაწილი უნიჭო, ფულის მჭამელი და არაფრის მაქნისი მთავრობა ხართ, რომელსაც გზის დაგებაც კი არ ეხერხება!

აღიარეთ ეს ყველაფერი და ერთხელ მაინც საქართველოს ისტორიის მანძილზე ქვეყანა ერთად აშენეთ ყველამ! და ეს არაა შეუძლებელი, უბრალოდ ვერ წარმოგიდგენიათ. არა და, ისე კარგად შეიძლებაა…”