18 ნოემბერი, 2015

რატი დურგლიშვილმა საქართველო დატოვა

1rati-durglishviliმას შემდეგ, რაც დუეტი “ჯორჯია” დაიშალა, რატი დურგლიშვილმა და მაკა ზამბახიძემ დამოუკიდებლად დაიწყეს საკუთარ კარიერებზე ზრუნვა.

მაკაც და რატიც ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებსა და კონცერტებში და მაყურებელს თავს არ ანატრებენ. რატის გეგმები უფრო შორსმიმავალია, მას საქართველოს ფარგლებს გარეთ სურს მოღვაწეობა და ამისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა.

რატიმ საქართველო დატოვა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც ორ ახალ კლიპს იღებს. “Why” და “Crazy” რატის მიერ დაწერილი ის სიმღერებია, რომლებზეც სულ მალე ვიდეორგოლები შეიქმნება.

გადაღებები ლოს-ანჯელესში და მის სიახლოვეს იქნება. კლიპში რატისთან ერთად მონაწილეობს მსახიობი, რომელიც ამერიკული სერიალების ვარსკვლავია.

ვიდერგოლების რეჟისორი ახალბედა არ არის, მას არაერთი ცნობილი სარეკლამო კლიპი და ტინა ტერნერის ერთი ვიდეორგოლიც კი აქვს გადაღებული.