საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართველი კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას კაბინეტი გაიხსნება. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.
გიორგი კეკელიძე:
– დეკემბრის ბოლომდე ეროვნული ბიბლიოთეკის ახალ საბიბლიოთეკო დარბაზებს კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის კაბინეტი შეემატება. მუშაობა უკვე დაწყებულია. ამ კარგ ამბავს გიტოვებთ და მივდივარ გურიაში. ხვალ ფოთშიც შევივლი და პატარა ბიბლიოთეკას გავხსნი.
– კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის კაბინეტში მისი პირადი ნივთებიც იქნება წარმოდგენილი?
– ამ ეტაპზე იქნება მისი წიგნები. ნივთებს რაც შეეხება, მისი პირადი ლეგენდარული სკამის დორებით მფლობელობაში გადმოცემას დაგვპირდა ცოტნე გამსახურდია. ჯერ ამ მიმართულებით ვმუშაობთ.