8 ნოემბერი, 2015

ბესო ნემსაძე: ,,ჩემში მოკლეს მუსიკოსი!”

besik-mensadzeოთო ნემსაძის ძმამ, ბესო ნემსაძეს უკრაინული “იქს ფაქტორი დატოვა და ამიერიდან რიგითი მაყურებლის სტატუსით მიადევნებს თვალყურს პროექტის მსვლელობას.

მომღერალმა პროექტის დატოვების შემდეგ, ღია განცხადება გაავრცელა და უკრაინული ”იქს ფაქტორის” ჟიურის ერთ-ერთ წევრზე, ანდრეი ხლივნუკზე ისაუბრა.

ბესო ნემსაძე:

“ძვირფასო უკრაინელებო! მადლობა თქვენი ხმებისთვის და თქვენი მხარდაჭერისთვის. ძალიან კარგად მესმის, რომ პირველი სიმღერა, რომელიც ვიმღერე თქვენთვის მოსაწყენი იყო, არადა, გენიალური სიმღერაა. ალბათ ჩემი გამოსვლისგან უფრო მეტ დრაივს ელოდით.

თუ მიდიხარ, ღირსეულად უნდა წახვიდე და მიმაჩნია, რომ ასეც მოვიქეცი. ყველას ვუსურვებ წარმატებას და ზღვა სიყვარულს. რაც შეეხება ანდრეი ხლივნუკს, ვაღმერთებ და ყოველთვის მეყვარება მისი სიმღერები, მაგრამ მისი გადაწყვეტილება ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის და როგორც მამაკაცისთვის, იყო არასამართლიანი. ამ სიმღერაში ჩავდე მთელი ჩემი სული და გული და ვიტყვი ასე: ანდრეი ხლივნუკმა ჩემში მოკლა მუსიკოსი, (ვფიქრობ, დროებით).

ბევრჯერ დავვარდნილვარ და ყოველთვის ვვარდებოდი ღრსეულად. ყველა მიყვარხართ და მეყვარებით. უნდა იცოდეთ, რომ მუსიკას არ გააჩნია ეროვნება და საზღვრები, არ გააჩნია წესები…

ერთი თხოვნა მაქვს – ნუ შეაფასებთ პროექტში დარჩენილ ქართველებს ეროვნების მიხედვით, მათაც უყვართ უკრაინა და აფასებენ თქვენს საშობლოს. არ გემშვიდობებით, იმიტომ რომ I WILL S T A Y !!!!”