ჯონ ლენონის გიტარა რეკორდულ ფასად გაიყიდა

8 ნოემბერი, 2015

1jon-lenonis-gitaraმიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი “Beatles” კარგა ხანია დაიშალა, მის მიმართ ყურადღება არათუ ნელდება, პირიქით, დღითიდღე უფრო ძლიერდება.

ჯგუფის წევრების სხვადასხვა ნივთები აუქციონებზე იყიდება და საკმაოდ სოლიდურ ფასადაც. Beatles-ის ერთ-ერთი წევრის ჯონ ლენონის Gibson J-160E გიტარა ბევერლი ჰილზის აუქციონზე გასაყიდი ნივთების სიაში მოხვდა და რეკორდულ ფასადაც გაიყიდა.

უცნობმა კოლექციონერმა მასში 2.400.000 დოლარი გადაიხადა. გიტარა ჯონ ლენონმა 1962 წელს ლივერპულში შეიძინა და მასზე არაერთი ცნობილი კომპოზიცია შექმნა. ორი წლის შემდეგ, გიტარა ლონდონში გამართული საშობაო კონცერტის დროს მოიპარეს.

50 წლის განმავლობაში გიტარის ადგილსამყოფელი უცნობი იყო, სანამ კალიფორნიაში მცხოვრებმა მამაკაცმა არ აღმოაჩინა, რომ მის გიტარას ისტორიული ღირებულება გააჩნია. ეჭვი კი მას ეშმდეგ გაუჩნდა, რაც ერთ-ერთ ჟურნალში ჯორჯ ჰარისონის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე მის მფლობელობაში მყოფი გიტარა ამოიცნო.

ამავე აუქციონზე 2.100.000 დოლარად გაიყიდა Beatles-ის დასარტყამი ინსტრუმენტიც, რომელზეც მუსიკოსები ედ სალივანის შოუში უკრავდნენ.

გააზიარეთ

 
...