უინსტონ ჩერჩილის ოქროს წესები

1 ნოემბერი, 2015

1cherchiliბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში უინსტონ ჩერჩილი მხატვრობითაც იყო გატაცებული. მისი ნამუშევრები სხვადასხვა კერძო კოლექციონერის საკუთარებაა და აუქციონებზეც ხშირად ხვდება.

ჩერჩილი “დიდი სამეულის” წევრი, ორატორი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი იყო. მისი გამონათქვამები პოლიტიკასა და ცხოვრებაზე დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

“არტინფო” უინსტონ ჩერჩილის ოქროს წესებს წარმოგიდგენთ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგეხმარებათ.

***

მე მუდამ ვიცავ ამ წესს: ნუ გარბიხარ, თუ დგომა შეგიძლია; ნუ დგახარ, თუ ჯდომა შეგიძლია; ნუ ზიხარ, თუ წოლა შეგიძლია.

პირადად მე ოპტიმისტი გახლავართ. უფრო სასარგებლო, ვგონებ, არც არაფერია.

რაღა თქმა უნდა ეგოისტი ვარ. თუ ასეთი არა ხარ, ვერც ვერაფერს მიაღწევ.

ჩემი ყველაზე წარმატებული გარიგება ჩემს მეუღლესთან შედგა, როცა ის ცოლობაზე დავითანხმე.

მთელი ცხოვრება მე უფრო თვითგამოხატვაზე ვიყავი მომართული, ვიდრე თვითშეწირვაზე.

გახსოვდეთ, რომ მე უფრო მეტი მივიღე ალკოჰოლისგან, ვიდრე მან ჩემგან.

ჩემი დღეგრძელობის საიდუმლოა 5-6 სიგარა დღეში, 3-4 ჭიქა ვისკი და არავითარი ფიზკულტურა.

ჩვენ ყველანი პაწაწკინტელა მწერები ვართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პირადად მე ციცინათელა ვარ.

რის ვაივაგლახით ვახერხებ ჩემში ჭკუისმასწავლებლის იმპულსის ჩახშობას.

მე სულ იოლად ვკმაყოფილდები ყველაფრით, რაც საუკეთესოა.

მუდამ მზად ვარ ვისწავლო, მაგრამ ყოველთვის როდი მსიამოვნებს, როცა მასწავლიან.

ერთადერთი, რაც მინდა კონსტრუქციული დისკუსიის შემდეგ – როგორმე შევთანხმდე საკუთარ სურვილებთან.

მე ყოველთვის ვახერხებ ასე თუ უსე მოვერგო ფუფუნების ყოველ ახალ საფეხურს წუწუნისა და ქსუტუნის გარეშე. ეს არის ჩემი ერთ-ერთი წარმატებული თვისებათაგანი.

ვფიქრობ, ისტორია ლმობიერი იქნება ჩემს მიმართ, რადგან თავად ვაპირებ დავწერო იგი.

არასოდეს დანებდეთ. არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს და არაფერში – არც მცირესა და არც დიდში, არც მთავარში და არც წვრილმანში არასოდეს დათმოთ ღირსებისა და საღი აზრის გაუთვალისწინებლად.

ისინი ვინც ხშირად გამკლავებიან სირთულეებს, ამბობენ, რომ მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ არც ერთი წუთით არ დაუკარავთ იმედი და მაინც ახერხებდნენ დაენახათ ნათელი მომავალი. ჩიხი ხშირად ახალი გზის დასაწყისად იქცევა.

არ მაღელვებს არანაირი მოქმედება… მაღელვებს მხოლოდ უმოქმედობა…

წარმატება – ესაა შესაძლებლობა, მარცხს-მარცხზე განიცდიდე, მაგრამ შეინარჩუნო ენთუზიაზმი.

ორატორმა უნდა ამოწუროს თემა და არა მსმენელთა მოთმინება.

ოჯახს უნდა ჰყავდეს სულ მცირე 4 შვილი: 1 დედისთვის, 1 მამისთვის, 1 სამშობლოსთვის და 1 უბედური შემთხვევისთვის.

სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენ.

ქვეყნის რეპუტაცია მის მიერ აღებული სესხის სიდიდით განისაზღვრება.

ფულის დაზოგვა კარგი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუკი შენს მაგივრად ამას შენი მშობლები აკეთებენ.

ცხოვრებამ მასწავლა, რომ ხანდახან სულელებიც კი შეიძლება მართლები იყვნენ.

იმისათვის, რომ გახდე უკეთესი, უნდა შეიცვალო. სრულყოფილებისათვის კი ხშირად ცვლაა საჭირო.

თუკი კაცი 30 წლამდე ლიბერალი არაა, გული არ ჰქონია, ხოლო ის, ვინც 30 წელს გადააბიჯა და ჯერ კიდევ არ გამხდარა კონსერვატორი, მაშინ ის უბრალოდ უტვინო ყოფილა.

როცა არწივნი სდუმან, თუთიყუშები იწყებენ ყბედობას.

ძაღლები ქვემოდან ამოგვცქერიან. კატები ზემოდან დაგვყურებენ. მხოლოდ ღორები გვიცქერენ, როგორც თანასწორებს.

მე კი მზად ვარ შემოქმედთან შესახვედრად – სხვა საქმეა, თვით შემოქმედი თუა მზად ამგვარი განსაცდელისთვის.

ძლიერი და მდუმარე კაცი ხანდახან იმიტომაა მდუმარე, რომ არც არაფერი აქვს სათქმელი.

ამქყვენად უამრავი ცრუ ვარაუდი ბოგინებს და ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ მათი ნახევარი წმინდა წყლის სიმართლეა.

პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სიძნელეებს ხედავს, ოპტიმისტი კი ყოველ სიძნელეში – შესაძლებლობებს.

როცა კაცს კლავ, სულაც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, იყო თავაზიანი.

რაც არ უნდა მომხიბლავი იყოს შენი სტრატეგია, დროგამოშვებით მაინც უნდა ადევნო თვალყური მის შედეგებს.

თუ მიზნის მიღწევა გსურთ, ნუ ეცდებით იყოთ დელიკატური და გონიერი.

ფანატიკოსია კაცი, რომელსაც არ ძალუძს შეიცვალოს შეხედულებანი და გამოცვალოს საუბრის თემა.

ლამაზი ქალის გაკენწვლა არც ისე იოლია. ის ხომ თქვენი ნათქვამის გამო უარესი არ გახდება.

ჭეშმარიტება მრავალწახნაგოვანია, სამაგიეროდ – სიცრუე მრავალხმიანია.

უსარგებლოა ნათქვამი: “ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია”. უნდა ვაკეთოთ ის, რაც აუცილებელია.

არავინ ეთანხმება იმას, ვინც ყველას ეთანხმება.

გონიერი კაცი ყველა შეცდომას თავად კი არ უშვებს, არამედ სხვასაც აძლევს ამის შანსს.

დიდი უპირატესობა აქვს იმას, ვინც ადრევე დაუშვა ის შეცდომები, რომელზეც რაიმეს სწავლა შეიძლება.

ცხოვრების უდიდესი გაკვეთილია იცოდე, რომ ხანდახან გიჟიც კი მართალია.

პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სიძნელეს ხედავს და ოპტიმისტი – შესაძლებლობას ყოველ სიძნელეში.

ადამიანის ძალაუფლება ყველა სფეროში იზრდებოდა, გარდა საკუთარი თავისა.

სტატისტიკა ჰგავს მთვრალს განათების ბოძთან, რომელსაც მისაყუდებლად იყენებს და არა გასანათებლად.

ნაციის მართვა უფრო იოლია, ვიდრე ოთხი შვილის აღზრდა.

ტრადიციის ერთგულებას არათუ არასდროს დაუკნინებია ერი, არამედ პირიქით, განუმტკიცებია ხოლმე იგი საფრთხის ჟამს. მაგრამ ახალი ხედვაც უნდა გაჩნდეს, მსოფლიო წინ უნდა წავიდეს.

საზღვარგარეთ ყოფნისას არასდროს ვაკრიტიკებ საკუთარ მთავრობას, მაგრამ შინ დაბრუნებისთანავე გვარიანად ვინაზღაურებ ამას.

დრო ცუდი მოკავშირეა.

შორი მომავლის ჭვრეტა არაშორსმჭვრეტლურია.

ახალი ამბების მოყოლას მათი შექმნა მირჩევნია.

საკუთარი სიტყვების ჩაყლაპვა არასდროს მიმძიმებს კუჭს.

საბედნიეროდ ჩვენი სიცოცხლე ჯერჯერობით არც ისე უშფოთველია, თორემ გზას აკვნიდან სამარემდე უფრო სწრაფად გავივლიდით.

ყოველივე დიადი მარტივია და უმეტესი მათგანი სულ ერთი სიტყვით გამოითქმის: თავისუფლება, მართლმსაჯულება, ღირსება, მოვალეობა, გულმოწყალება, იმედი.

კაცმა რომ თქვას, მოკლე სიტყვები უკეთესია, ხოლო ძველი სიტყვები – საუკეთესო.

არაა საკმარისი ვიღვაწოთ სულითა და გულით; ხანდახან ისიც უნდა ვაკეთოთ, რაც მოგვეთხოვება.

რაღა მაიმუნს ეკამათები, თუკი მეარღნე იქვეა.

დიდების საზღაური პასუხისმგებლობაა.

დიდი მონაპოვარია უნარი – იარო ერთი მარცხიდან მეორემდე ენთუზიაზმის გაუნელებლად.

არასდროს აქციო ზურგი მოსალოდნელ საფრთხეს და არ ეცადო გაქცევით თავის შველას. ამგვარი ქცევით მხოლოდ გააორმაგებთ მას, ხოლო თუ კი პირისპირ და წარბშეუხრელად შეეგებებთ, გაანახევრებთ.

ჩვენ ვარსებობთ იმით, რასაც ვიღებთ და ვცხოვრობთ იმით, რასაც გავცემთ.

ჩვენ გამოვიჩენთ გულმოწყალებას, მაგრამ არ ვითხოვთ მას.

სიმამაცეა უნარი – ადგე და თქვა. ასევე სიმამაცეა – დაჯდე და უსმინო.

ერთობ სასარგებლოა უწიგნურისთვის ციტატების კითხვა. როცა ისინი მეხსიერებაზე ამოიკაწრებიან, მშვენიერი აზრებით გამარაგებენ, თან გაქეზებენ, რომ უფრო ღრმად გაეცნოთ ამ ავტორებს.

მომავლის იმპერიები გონების იმპერიებია.

ეს არაა დასასრული. ეს დასასრულის დასაწყისიც კი არ არის, თუმც, შესაძლოა დასაწყისის დასასრული იყოს.

გააზიარეთ

 
...