19 ოქტომბერი, 2015

ქეთი დოლიძე კატეგორიულ განცხადებას ავრცელებს

dolidze2კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ქეთი დოლიძე კატეგორიულ განცხადებას ავრცელებს. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი თავის პოზიციას საჯაროდ აფიქსირებს.

ქეთი დოლიძე:

“ჩემი კატეგორიული განცხადება!!!!! ფესტივალი “საჩუქარი”, ისევე როგორც ყველა ფესტივალი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია. ამიტომ კატეგორიულად მიმაჩნია ნებისმიერი პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ჩვენი პრეს კონფერენციების დროს. თუ ვინმეს რამე მოსაზრება გააჩნია, გააკეთონ განცხადება პირადად თავიანთი სახელით და არა ფესტივალის სახელით.

რუსთავი 2 კი თავის ჩვეულ ამპლუაშია!!! სარგებლობს ჩვენი ნებართვით, რომ გააშუქონ ფესტივალი მხოლოდ ახალ ამბებში! მხოლოდ. ისინი კი ბოროტად იყენებენ ამ უფლებას და ყველას უსვამენ პროვოკაციულ შეკითხვებს.

თუ ვინმე იყო ამ 9 წლის მანძილზე შევიწროვებული, შეურაცხყოფილი, დამცირებული, იყო ჩვენი საზოგადოება რუსთავი 2-ის მხრიდან, რომელიც ყოველთვის იყო და ახლაც რჩება სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიად.

როდესაც გაანადგურეს “იმედი”, რუსთავი 2-ს არც ერთი თავისი კოლეგა არ დაუცვია. პირიქით!
ამიტომ, კატეგორიულად გთხოვთ ყველას, ფესტივალი “საჩუქარი” არ გარიოთ არც ერთ პოლიტიკურ თამაშში.

რუსთავი 2–ს არავინ არასდროს არ ავიწროებდა და სიტყვის თავისუფლება სრულიად ხელშეუხებელია ჩვენს ქვეყანაში!!!! ამიტომ, ყველამ თავისი საქმე აკეთოს!!!!”