19 ოქტომბერი, 2015

ქართველი მომღერლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

1tbilisobos-koncertiსაქართველოში სულ უფრო და უფრო იშვიათად იმართება კონცერტები, რომელშიც მომღერლებს ნორმალურ ჰონორარს გადაუხდიან. ძირითადად ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე ცენტრალური კონცერტი ტარდება – საახალწლო და თბილისობისადმი მიძღვნილი და მათში მონაწილეობაც ქართველ მომღერლებში ყოველთვის უკმაყოფილების და დაპირისპირების საგანი ხდება.

გამონაკლისი არც წელს მოხდა, როდესაც თბილისობის დღესასწაულისთვის შეარჩიეს მომღერლების ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი კი ამით, რასაკვირველია, უკმაყოფილო დარჩა.

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი პირდაპირ გინებაზე გადავიდა და თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტის სიების შემდგენი უწმაწური სიტყვებით მოიხსენია.

მაია დარსმელიძე, მუსიკოსი, მომღერალი:

“გუშინდელი კონცერტი, ისევე, როგორც კოკობა (დროებით ყოფილი თბილისობა) ჩემთვის იმდენად არასაინტერესო თემაა, რომ არც თვალს ვადევნებდი, არც ყურს: ჩემი რამდენიმე მეგობრის პოსტებიდან გავიგე რომ ჩატარდა…
მე მართლა გულწრფელად მკიდია ეს თემა, მაგრამ იცით რაზე მეცინება??? ამ თემასთან დაკავშირებულ რამდენიმე საპასუხო პოსტს წავაწყდი დღესაც და ასეთი ამბავია მოკლედ: კონცერტში “ჩასმულების” თქმით, თურმე ისინი ვინც არ “ჩასვეს” შურით კვდებიან და იგრუზებიან იმათზე, ვინც “ჩასვეს”, იმიტომ რომ ისინი, ვინც “ჩასვეს” ღვთისგან ბოძებული ნიჭის გამო “ჩასვეს” და ისინი, ვინც არ “ჩასვეს” მხოლოდ იმიტომ არ “ჩასვეს”, რომ უნიჭოები ყოფილან.
რამხელა ბედნიერებაა რომ სამართალმა იზეიმა და დაფასდა ნამდვილი ნიჭი, ვტირი ბედნიერებისგან.”

აჩი ვანიშვილი, რეპერი ძვალი:

“ნარმანიამ არ იცის თბილისობა რა ხილიაო, ნათქვამია. ნუ, აი კონცერტზე აღარ ვიტყვი არაფერს თავისი ორგანიზატორებიანად, მომღერლებიანად შუა ზღვაში უნდა გაიყვანო თავისივე სცენით და დაძირო.”

კოლეგებს გამოეხმაურა მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე, რომელიც თბილისობის კონცერტში მონაწილეობდა:

“გუშინდელი კონცერტის მერე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდნენ ბოღმა “კოლეგები”. ალბათ, ახალი წლის კონცერტის შარშანდელი ამბავიც განმეორდა. რამდენნი ყოფილხართ ღმერთმანი!!! ძალიან უხერხულია…და სასაცილო!!!”