1 ოქტომბერი, 2015

სიმღერები, რომლებიც გვაბედნიერებს

1musicჰოლანდიელმა მეცნიერმა იაკოვ იოლეიმ ხანგრძლივი კვლევის შედეგად დაასახელა ის 10 სიმღერა, რომელიც ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებს. მისი კვლევით შესაძლებელი გახდა სპეციალური ფორმულის შემუშავება, რომელიც მსმენელის ემოციურ მდგომარეობაზე მუსიკის გავლენას აფასებს.

იაკოვ იოლეის მტკიცებით, სიმღერამ რომ ბედნიერება მოგანიჭოთ, სამ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: ტემპი – 150 დარტყმა წუთში, ტექსტი – მხოლოდ დადებითი და სასიამოვნო სიტყვები, გამა – მაჟორული.

ამ პრინციპით მეცნიერმა მსოფლიო საესტრადო კლასიკა შეისწავლა და ბედნიერბის მომტანი ტოპ-10 სიმღერა დაასახელა:

1. Don’t Stop Me Now – QUEEN;

2. Dancing Queen  – ABBA; 

3.Good Vibrations – Beach Boys. 

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ Survivor-ის Eye Of The Tiger, Cyndi Lauper-ის Girls Just Wanna Have Fun და, რა თქმა უნდა, ცნობილი I Will Survive Gloria Gaynor-ის შესრულებით.