2 ოქტომბერი, 2015

სერგო ფარაჯანოვის ექსპონატები ერევნიდან გაიტანეს

1farajanovi-briuselshiრეჟისორი სერგო ფარაჯანოვი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში გასცდა ჩაკეტილ სივრცეს თავისი აზროვნებით და ფილმებში გამოხატა ის სათქმელი, რის გამოც პრობლემები შეექმნა და დაისაჯა კიდეც.

საქართველოში დაბადებული და გაზრდილი კინორეჟისორი სომხეთში გარდაიცვალა. სამწუხაროდ, თბილისში მისი სახლ-მუზეუმი არ არსებობს, სამაგიეროდ, მუზეუმი დაარსებულია ერევანში, სადაც უნიკალური ექსპონატებია დაცული.

სწორედ ეს ექსპონატები გაიტანეს ერევნიდან და ბრიუსელში გამოფინეს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე რეჟისორის მიერ დამზადებული თოჯინები, აპლიკაციები. დამთვალიერებელს საშუალება აქვს იხილოს ვიდეოკოლაჟი, რომელიც ფარაჯანოვის ფილმებიდან მნიშვნელოვან ეპიზოდებს აერთიანებს. რა თქმა უნდა, გამოფენის მთავარი ექსპონატია ბროწეული.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრები ბრიუსელში გამოიფინა. ექსპოზიცია 24 იანვარს დაიხურება.