13 ოქტომბერი, 2015

ნუცა ბუზალაძე საქართველოდან წავიდა

1nutsa-buzaladzem-saqarTvelo-datova17 წლის ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე საქართველოდან წავიდა. მომღერალი, რომელიც სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობდა, ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს.

“ახალი ტალღის” შარშანდელი გამარჯვებული არ კმაყოფილდება მიღწეულით და სურს რაც შეიძლება მეტ მსმენელამდე მიიტანოს თავისი მუსიკა, ამიტომაც ნუცა მზად არის სხვადასხვა პროექტში მოსინჯოს ძალები.

წელს კონკურსში “ახალ ტალღა” საქართველო მონაწილეობას არ იღებდა. მიუხედავად ამისა, ნუცა ბუზალაძე წელსაც იმყოფებოდა კონკურსზე სოჭში, როგორც შარშანდელი გამარჯვებული.

ამჟამად ნუცა კიდევ ერთ პროექტში მონაწილეობს. მან გადაწყვეტილება მიიღო, თურქულ “ახალ ხმაში” მოსინჯოს საკუთარი’შესაძლებლობები. ნუცამ საქართველო უკვე დატოვა და თურქეთში ჩავიდა, რომ რიგითი კონკურსანტის ამპლუაში წარსდგეს და გამარჯვებისთვის იბრძოლოს.