11 ოქტომბერი, 2015

,,ნიჭიერის’’ ახალი ჟიური ცნობილია

321სახალხო პროექტ “ნიჭიერის” მეექვსე სეზონის ჩაწერები დიდ საკონცერტო დარბაზში დაიწყო და შესაბამისად, ცნობილი გახდა წლევანდელი ჟიურის წევრთა ვინაობაც.

კონკურსანტების შემფასებელი ჟიურის წევრთა რაოდენობა კი სეზონიდან სეზონამდე იზრდება. თუკი თავიდან ნიჭიერებს მხოლოდ ჟიურის სამი წევრი აფასებდა, მოგვიანებით მათი რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, მეექვსე სეზონში კი – ხუთამდე.

პროექტის პროდიუსერების გადაწყვეტილებით, წელს კონკურსანტებს შეაფასებს ჟიური ია ფარულავას, ნანუკა ჟორჟოლიანის, ლევან წულაძის, ნიკა გვარამიას და რუსკა მაყაშვილის შემადგენლობით.

შოუს წამყვანები კვლავ ვანიკო თარხნიშვილი და გიორგი ყიფშიძე იქნებიან.

“ნიჭიერის” მეექვსე სეზონი” რუსთავი 2-ის ეთერში ოქტომბრის ბოლოს გავა.