19 ოქტომბერი, 2015

ილო ბეროშვილი დააწინაურეს

1ilo-beroshvili-daawinauresმსახიობი ილო ბეროშვილი დააწინაურეს. შოუმენი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, კიდევ ერთი პასუხისმგებლობის წინაშე დადგა.

კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს – ეს ილო ბეროშვილის პერსონასთან დაკავშირებული განუყოფელი ფრაზაა. სწორედ ჯეოსელის რეკლამით გახდა მსახიობი სუპერ-პოპულარული და ნელ-ნელა სხვადასხვა შოუებში და გადაცემებშიც დაიწყო მუშაობა.

ამ ეტაპზე ილო იმედის სახეა და “იმედის დილის” წამყვანია თაკო ჩორგოლაშვილთან ერთად. ილოს დუტასთან ერთად “ერთი ერთშის” ბოლო სეზონიც მიჰყავდა, შალვა რამიშვილის შოუში და იუმორისტულ სერიალებში მონაწილეობდა, ამჯერად კი მას თავისივე სახელობის შოუს წაყვანა მოუწევს.

გასულ კვირას შალვა რამიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს თავის შოუს და ამ პროექტს ილო ბეროშვილს გადაულოცავს. როგორც მოსალონდელი იყო, გადაცემას სახელიც შეეცვალა და შალვა რამიშვილის შოუს ნაცვლად ილო ბეროშვილის შოუ ეწოდა.

25 ოქტომბრიდან იმედის ეთერში ილო ბეროშვილის შოუ აიღებს სტარტს. პირველი გადაცემა უკვე ჩაწერილია. ეთერში გასვლამდე კი ინტერნეტში ახალი შოუს საიმიჯო ფოტო გავრცელდა.

1ilo-beroshvili