31 ოქტომბერი, 2015

თვითმფრინავის ბიჭებზე ფილმის გადაღებები დაიწყო

1tvitmfrinavis-bichebiგეგა კობახიძის, თინა ფეტვიაშვილის, სოსო წერეთლის, მამა თეოდორეს, კახა ივერიელის, პაატა ივერიელის ისტორიაზე, რომელიც “თვითმფრინავის ბიჭების” სახელით არის ცნობილი, ფილმის გადაღებები დაიწყო.

რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი 1983 წელს თვითმფრინავის გატაცების ამბავს თავის მორიგ ფილმად აქცევს.

“მძევლები” – ასე ეწოდება ფილმს, რომელშიც 32 წლის წინანდელი შემზარავი ისტორია გაცოცხლდება. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს მიშა გომიაშვილი ასრულებს.

რეზო გიგინეიშვილის ახალ სურათში ქუთაისის თეატრის მსახიობებიც მონაწილეობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის თეატრი თავად ავრცელებს:

”11, 12, 13 ნომბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები ნანი მიქაძე, ენდი ძიძავა, ლელა ლომთაძე, ირინა გუბელაძე, მაგდა გერაძე, ნანუკა კუპატაძე, ავთანდილ სახამბერიძე, ალეკო ტოროტაძე, გიზო ღელეყვა, დავით გაჩეჩილაძე, გელა ებანოიძე, ნიკოლოზ კობახიძე, ნიკოლპზ ჯანგავაძე, კონსტანტინე რობაქიძე, სულხან გოგოლაშვილი, გიგა ჩიქოვანი, გაგი შენგელია და თეტრის პიარ-სამსახურის ხელმძძღვანელი ნანა ქაჯაია, მონაწილეობას მიიღებენ რეზო გიგინეიშვილის ფილმის “თვითმფრნავის ბიჭები” გადაღებებში. გადაღებები წყალტუბოში გაიმართება.”