25 ოქტომბერი, 2015

თაკო ნაცვლიშვილი რეკორდსმენია

1takos-axali-fotosesiaქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი რეკორდსმენია. 17 წლის ასაკში მან მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტ ჩვენებაში საერთაშორისო პოდიუმზე, მათ შორის, ელი სააბის, ვერსაჩეს, დიორის, არმანის, დოლჩე გაბანას ჩვენებებში. მის ანგარიშზეა ფოტოსესიები საერთაშორისო ჟურნალებისთვის – ვოგი, ჰარპერს ბაზარი, ინტერვიუები საერთაშორისო მოდურ ტელევიზიასთან, მსოფლიოს ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიები, კონტრაქტი საერთაშორისო სამოდელო სააგენტოსთან.

მოდელი მოხვდა მოდის ჟურნალების გარეკნებზეც, თაკოს სოციალურ ქსელებში გულშემატკივართა მთელი არმია ჰყავს, ამიტომაც მისი ზღაპრული კარიერა სულ უფრო სწრაფი ტემპებით მიიწევს წინ. ქართველი მოდელების ისტორიაში თაკო ერთადერთია, ვინც 17 წლის ასაკში ასეთ წარმატებას მიაღწია.

მას კიდევ არაერთი სიახლე აქვს თავისი გულშემატკივრებისთვის და აქედან ერთ-ერთი უკვე გასაჯაროვდა.

ლიბანელმა დიზაინერმა ზუჰაირ მურადმა ქართველი მოდელი თავისი საქორწილო კაბების სახედ აარჩია და ფოტოსესიაზე მიიწვია. დიზაინერი პირველად ივლისში გამოჩნდა ოტ კუტიურ ჩვენებაზე. ჩვენების დასრულების შემდეგ, ზუჰაირ მურადის ოფიციალურმა გვერდმა ახალბედებიდან პირველი თაკოს ფოტო დადო მინაწერით – საოცნებო და ვარსკვლავი.

ახლა კი ზუჰაირ მურადის ოფიციალურმა გვერდმა თაკოს ფოტო გამოაქვეყნა და გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ თაკო დიზაინერის საქორწილო კაბების უახლესი კოლექციის ფოტოსესიაში მიიწვია და გადაღებების ფოტოებიც გაავრცელა.