7 ოქტომბერი, 2015

თაკო ნაცვლიშვილის კიდევ ერთი წარმატება

1tako-nacvlishvili-modis-jurnalis-kdazeქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი მსოფლიო მოდის კვირეულებში აქტიურად მონაწილეობს და სულ უფრო მეტი ცნობილი დიზაინერის კოსტიუმებს ირგებს.

16 წლის ლამაზმანი მსოფლიო სამოდელო ბიზნესში წარმატებულ ნაბიჯებს დგამს და ამის დასტური მსოფლიო მოდის კვირეულებში მონაწილეობაა.
მაღალი მოდის პოდიუმზე თაკოს სადებიუტო გამოსვლიდან ერთ თვეში ჟურნალმა FMD-მ (FMD – The Fashion Model Directory) თაკო თვის მოდელად დაასახელა და ვრცელი ინტერვიუც მიუძღვნა.

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ჟურნალმა თაკო გერმანის ქალაქ ჰამბურგში მიიწვია ახალი ნომრის გადაღებებზე. ქართველმა მოდელმა მაშინ თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ გადაღება ჟურნალის გარეკანისთვის იყო, ახლა კი FMD-ს ყდა თავად გაავრცელა.