მუსიკა კურნავს!

3 ოქტომბერი, 2015

1misha-qiria-da-mariam-rinishvili“მუსიკა კურნავს!” – ამ მოწოდებით გამოდიან საოპერო მომღერლები მიშა ქირია და მარიამ როინიშვილი. მომღერლები ერთობლივ კონცერტს 16 ოქტომბერს ზუგდიდში გამართავენ.

კონცერტი სახელწოდებით “მუსიკა კურნავს” სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის ჩატარდება. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად “ბერი ანდრიას სახელობის ფონდს” გადაეცემა.

“ბერი ანდრიას სახელობის ფონდი“ უანგაროდ ეხმარება სოლიდური სიმსივნით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს და მათ ოჯახებს ყველა იმ საქმეში, რაც ბავშვთა მკურნალობას, მათ რეაბილიტაციას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ეხება.

ამ ფონდის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტები არაერთ ცნობილ ხელოვანს გაუმართავს. ამჯერად მათ რიცხვს მიშა ქირია და მარიამ როინიშვილი შეემატებიან.

გააზიარეთ

 
...