13 ოქტომბერი, 2015

მულტფილმები, რომლებიც ინგლისურის სწავლაში დაგეხმარებათ

1animaciit-inglisuris-scavlaთუკი ინგლისურის დამოუკიდებლად შესწავლა გადაწყვიტეთ და არ იცით საიდან დაიწყოთ, “არტინფო” გთავაზობთ ყველაზე სასარგებლო რჩევას გარანტირებული შედეგის მისაღებად.

არსებობენ ინგლისურენოვანი მულტფილმები, სადაც ანიმაციური გმირები გამართული, დახვეწილი და გრამატიკული ინგლისურით მეტყველებენ. მულტფილმებში არასდროს არის გამოყენებული სლენგები, პირიქით, მათში მხოლოდ ნორმალური ლიტერატურული ენაა, რაც კიდევ უფრო დაგეხმარებათ ინგლისურის შესწავლაში.

საყურადღებოა ისიც, რომ არსებობენ ორი ტიპის მულტფილმები – ინგლისური მულტფილმები და მულტფილმები ინგლისურად. ინგლისური მულტფილმები დიდ ბრიტანეთში იქმნება და გმირები ბრიტანული ინგლისურით მეტყველებენ, მულტფილმები ინგლისურად კი ამერიკის შეერთებულ შტატებში იქმნება.

მაშ ასე, არჩევანი თქვენზეა. ახლა კი გთავაზობთ იმ 25 რჩეული მულტფილმის ჩამონათვალს, რომელთა საშუალებითაც თქვენც და თქვენი პატარებიც ინგლისურს მარტივად შეისწავლით:

1. Mickey Mouse – მიკი მაუსი;

2.Beauty and the Beast – მზეთუნახავი და ურჩხული;

3. Shrek – შრეკი;

4. Madagaskar – მადაგასკარი;

5. Aladdin – ალადინი;

6. Monsters, Inc – მონსტრების კორპორაცია;

7. The Lion King – მეფე ლომი;

8. Ice Age – გამყინვარება;

9. Rio – რიო;

10. Puss in Boots – ჩექმებიანი კატა;

11. Pinocchio – პინოქიო;

12. Toy Story – სათამაშოების ისტორია;

13. Alice in Wonderland – ალისა საოცრებათა ქვეყანაში;

14. The Jungle Book – ჯუნგლების წიგნი; (მაუგლი);

15. Cinderella – კონკია;

16. Snow White and Seven Dwarfs – ფიფქია და შვიდი ჯუჯა;

17. Bambi – ბემბი;

18. Sleeping Beauty – მძინარე მზუთუნახავი;

19.Dumbo – დამბო;

20. Peter Pan – პიტერ პენი;

21. Winnie the Pooh – ვინი პუჰი;

22. Kung Fu Panda – კუნგფუ პანდა;

23. One Hundred And One Dalmatians – 101 დალმატელი;

24. Cars – მანქანები;

25. Lilo & Stitch – ლილუ და სტიჩი.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...