12 სექტემბერი, 2015

ქართველების ტრიუმფი გერმანიაში

1dudana-qarTveli-xelovanebis-warmatebazeგერმანიაში საქართველოს საელჩოში მოღვაწე ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი ქართველ ხელოვანებზე სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. 12 სექტემბერს ქართული კულტურა გერმანიაში მრავალმხრივი მიმართულებით იქნება წარმოდგენილი.

დუდანა მაზმანიშვილი:

“დღეს ზურა რთველიაშვილს კინოში იღებენ ბერლინში, მიშა ქირიას დებიუტია Deutsche Oper-ში, ზაზა ბურჭულაძის ლიტერატურული საღამოა ბერლინის ლიტერატურულ კოლოქვიუმში, გოჩა აბულაძის პრემიერაა მაგდებურგის თეატრში და ანდრო ვეკუას გამოფენის გახსნაც დღევანდელ საღამოსაა.”

მიშა ქირია Deutsche Oper-ში ჯაკომო პუჩინის სამმოქმედებიან ოპერაში “ტურანდოტი” პინგის არიას იმღერებს.

გოჩა აბულაძე კი მაგდებურგის თეატრში ჯუზეპე ვერდის “ბალმასკარადში” საპრემიერო სპექტალკში საოცნებო რენატოს პარტიას შეასრულებს.