15 სექტემბერი, 2015

გრიბოედოვის თეატრი ბელორუსში დააჯილდოვეს

1griboedovis-teatris-jildoწარმატებული აღმოჩნდა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის გასტროლი ბელორუსში. თეატრის დასმა მაყურებლისთვის ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლი „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ ითამაშა.

თეატრმა ამ სპექტაკლით მონაწილეობა მიიღო ბრესტის XX საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „ბელაია ვეჟა“, სადაც ავთო ვარსიმაშვილის ნამუშევარი სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა .

„ხოლსტომერის“ პრემიერა გრიბოედოვის თეატრში სამი წლის წინ გაიმართა. ეს არის ტრაგიკული აღსარება ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით. გრიბოედოვის თეატრი ამ სპექტაკლს გიორგი ტოვსტონოგოვის დაბადებიდან 100 წლისთავს უძღვნის.

სპექტაკლი დაჯილდოებულია საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრით, მთავარი როლის შემსრულებელს ვალერი ხარიუჩენკოს კი ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“„ოქროს დიპლომი“ გადაეცა.

სპექტაკლში მონაწილეობენ აპოლონ კუბლაშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ლაშა გურგინიძე, მიხეილ არჯევანიძე, ვანო ქურასბედიანი, გიორგი ზანგური, ანა არუთინიანი-ნიკოლავა, ნინა კალატოზიშვილი, ოლეგ მჭედლიშვილი, ანასტასია გარმატიუკი, ნინო კიკაჩეიშვილი, ვასილ გაბაშვილი, დიმიტრი სპორიშევი, ვახტანგ ნიკოლავა, მედეა მუმლაძე, ნანა დარჩიაშვილი, მარიამ კიტია, ნინო ნინიძე და სოფიო ლომჯარია.

ბელორუსში გამართული გასტროლი კიდევ ერთი პუნქტია გრიბოედოვის თეატრის საიუბილეო მარათონში, რომელმაც უკვე მოიცვა მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ჩერკასი, სტამბული, მახაჩკალა, ერევანი, ბაქო, სარანსკი და ასტანა. 2015 წლის ოქტომბერში გრიბოედოვის თეატრი 170 წლის გახდება.