წარმატებული ცხოვრების წესები ჰარუკი მურაკამისგან

29 სექტემბერი, 2015

1Murakamiჰარუკი მურაკამი იმ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ემოციების და გრძნობების გამოსახატად ყველაზე კარგად ეხერხება სათანადო სიტყვების შერჩევა.

მიჩნეულია, რომ ის ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ადამიანის სულში მიმდინარე მოვლენებს. 66 წლის მწერლის შემოქმედება დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებებად. მისი ნაწარმოებები ადამიანებს წარმატებული ცხოვრების გზასაც უჩვენებს, მთავარია, ეს თავად ადამიანებმა ამოიკითხონ.

“არტინფომ” შეკრიბა ჰარუკი მურაკამის გამონათქვამები, რომელიც თითოეულ მკითხველს თავის სულიერ სამყაროში კიდევ უფრო ღრმად ჩაახედებს:

***

ერთხელ დახურული კარი არასოდეს გაიღება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელი უნდა შეუშალო კარის დახურვას.

***

ამქვეყნად არ არსებობს მცდარი აზრები. არსებობს აზრები, რომლებიც ჩვენსას არ ემთხვევა.

***

ცხოვრება სიყვარულის გარეშე იგივეა, რაც ქარი სარკმლის მიღმა – ვერ იგრძნობ მას და ვერც ჩაისუნთქავ.

***

ჩახუტებით ერთმანეთის შიშებს ვიზიარებთ.

***

იყავით მართალი ერთმანეთთან და გსურდეთ დაეხმაროთ ერთმანეთს – ეს უმთავარესია.

***

ადრე მეგონა, ადამიანები წლიდან წლამდე იზრდებოდნენ, თანდათანობით,… მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადამიანი მომენტალურად შეიძლება გაიზარდოს.

***

ნებისმიერ სიცარიელეს აუცილებლად შეავსებს რამე.

***

რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით მეტია მის ცხოვრებაში ის, რასაც ვეღარ გამოასწორებს.

***

ყველა, ვინც ჩვენგან ქრება, ტოვებს ორმოს, რომლებიც არასდროს ამოივსება.

***

მარტოობა არ მიყვარს. უბრალოდ, ზედმეტ ნაცნობობას ვერიდები, რათა მეტ იმედგაცრუებას ავარიდო თავი.

***

რა არის მარტოობა? ის ჰგავს გრძნობას, რომელიც მოგიცავთ წვიმიან საღამოს დიდი მდინარის ახლოს, როცა ხედავთ, თუ როგორ ჩაედინება წყლის დიდი ნაკადი ზღვაში.

***

თუ ყველა დაიჯერებს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება, სამყაროში საშიში აღარაფერი იქნება.

***

ჩანს, გული შემოგარსულია და მისი გარღვევა ცოტას შეუძლია. ალბათ, ამიტომ არ გამომდის სიყვარული.

***

როგორც არ უნდა ეცადო, როცა მტკივნეულია – გტკივა.

***

უნდა გასცეთ გრძნობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თქვენში დაგროვდება და ჩაიკირება, შემდეგ კი მოკვდება.

***

არ არსებობს ისეთი საიდუმლო, რომელიც გულიდან გარეთ არ გაიქცევა.

***

ადამიანს ეძლევა იმედი და იგი მას სათბურივით იყენებს, რათა სიცოცხლე გააგრძელოს. იმედის გარეშე არანაირი „შემდეგ“ არ არსებობს.

***

ხშირად ხდება, რომ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი რამეები სიცარიელიდან იწყება.

***

შორიდან ყველაფერი ლამაზი ჩანს.

***

მთელი ჩვენი რეალობა შედგება განუწყვეტელი ბრძოლით მათ შორის, რაც იყო ნამდვილად და რისი გახსენებაც აღარ გვინდა.

***

მოგონება ადამიანს შიგნიდან ათბობს და ამავდროულად, ნაწილებად ყოფს.

***

როცა ვერავის უზიარებთ ფიქრებს, ისინი თქვენში იწყებენ გაყოფას.

***

როცა დიდხანს უყურებ ზღვას, გენატრებიან ადამიანები, ხოლო როცა ადამიანებს უყურებ დიდხანს, გენატრება ზღვა.

***

მაღალი ეფექტურობით არასწორი მიმართულებით მოძრაობას, უმოძრაობა სჯობს.

***

თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც გინდა, ცხოვრება უინტერესო გახდება.

გააზიარეთ