14 სექტემბერი, 2015

სამი წესი წარმატების მისაღწევად უილიამ შექსპირისგან

1sheqspiriუილიამ შექსპირი ხუთი საუკუნეა არ კარგავს აქტუალობას და მისი სონეტები, პიესები, პოემები თუ ეპიტაფიები დღემდე საოცრად პოპულარულია.

შემთხვევითი არც ის არის, რომ შემოქმედი უდიდეს ხელოვან მწერლად და საუკეთესო დრამატურგად არის აღიარებული მსოფლიოში და მისი ნაწარმოებები მოსვენებას არ აძლევენ რეჟისორებს.

“არტინფო” გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან ციტატებს უილიამ შექსპირის შემოქმედებიდან:

სამი წესი წარმატების მისაღწევად: იცოდე მეტი, ვიდრე სხვებმა; იმუშავე მეტი, ვიდრე მუშაობენ სხვები; ელოდე ნაკლებს, ვიდრე სხვები;

სხვების ცოდვების განსჯისაკენ ასე ძალიან რომ მიისწრაფვით, დაიწყეთ თქვენი ცოდვებით და უცხოს ცოდვამდე ვერც მიხვალთ;

იმისათვის, რომ ბედნიერება დაიჭირო, სირბილი უნდა ისწავლო;

რაც უფრო ძლიერია ვნება, მით უფრო სევდიანია მისი დასასრული;

სიყვარულის მოკვლა ერთი შეხედვითაც შესაძლებელია, თუმცა ერთი შეხედვით მისი გაცოცხლებაც შეიძლება;

გიყვარდეს ყველა, ენდე რჩეულებს, არავის გაუკეთო ცუდი;

სიბოროტის გზით ვერასდროს მიხვალთ სიკეთემდე;

სადაც ცოტა სიტყვაა, იქ თითოეულს დიდი წონა აქვს;

რჩევა ყველა ადამიანისგან მიიღე, მაგრამ საკუთარ აზრებს ყველაზე მეტად გაუფრთხილდი;

დუმილი სულაც არ არის გულგრილობის ნიშანი. ხმაურობს ის, ვინც შინაგანად ყველაზე ცარიელია;

ყველა უაზრობას თავისი ლოგიკა აქვს;

ქარიშხალში მიცემულ დაპირებებს მშვიდ ამინდში ივიწყებენ;

დედაბუნება ბრძენია, მაგრამ შვილი ჰყავს უჭკუო;

განწირულია სიყვარული, თუკი მისი გაზომვა შესაძლებელია;

ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ სულის სულთან საუბრისას იბადება;

შიში ტყუილის მუდმივი თანამგზავრია;

არასდროს დაუჯერო ადამიანს, რომელმაც ფიცი გატეხა;

მშიშარა ყოველი საფრთხის წინ კვდება, ხოლო მამაცი – მხოლოდ ერთხელ;

რა არის ადამიანი, ვინც მხოლოდ ჭამაზე და ძილზე ფიქრობს? ცხოველი და მეტი არაფერი;

ყველაზე პატარა გასრესილი მწერიც ისევე იტანჯება, როგორც მომაკვდავი გიგანტი;

თუ გინდათ წარმატებას მიაღწიოთ, მცირე დოზით სიგიჟეები გარდაუვალია;

არ არსებობს არაფერი ცუდი და არაფერი კარგი მსოფლიოში. არის მარტო ჩვენი დამოკიდებულება საგნებისადმი;

მხოლოდ ნამდვილ მეგობარს შეუძლია აიტანოს თავისი მეგობრის სისუსტეები;

მთელი სამყარო თეატრია, ქალებიც და მამაკაცებიც მსახიობები არიან, თითოეულ მათგანს აქვს თავისი სცენაზე შესვლის და გასვლის დრო და თითოეულ მათგანს არაერთი როლის თამაში უწევს;

ყველაზე საშიშია ხელისუფლება, რომელიც სინდისთან კონფლიქტშია.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...