ნინო სურგულაძე სპეციალურ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს

4 სექტემბერი, 2015

1nino-surguladქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე სპეციალურ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს და ქართულ საზოგადოებას მაქსიმალურ მობიზილებას სთხოვს.

ამჟამად მომღერალი კვლავ ვერონაში იმყოფება, სადაც არენა დი ვერონაზე ბოლოჯერ იმღერა “რომეო და ჯულიეტას” ოპერა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ნინო სურგულაძე საქართველოში ჩამოვა და მორიგი საქველმოქმედო კონცერტისთვის დაიწყებს მზადებას.

ნინო სურგულაძე:

“ისევ ვერონაში ვარ, დღეს იყო ბოლო სპექტაკლი არენა დი ვერონაზე “რომეო და ჯულიეტა”. განუმეორებელი და დაუვიწყარი იქნება ჩემთვის ეს პერიოდი. ახლა კი უფრო მნიშვნელოვანი კონცერტი გველის საქართველოში. 13 სექტემბერს ფილარმონიაში გელოდებით მე და ჩემი უსაყვარლესი კოლეგები, ჩემი მეგობრები, დიდი არტისტები, რომლებსაც სულ მალე შეხვდებით და ჩვენ ყველანი ერთად შევეცდებით, რომ დავეხმაროთ ჩვენს საყვარელ ბავშვებს. ძალიან მიყვარხართ, გიგზავნით აქედან დიდ სიყვარულს და ძალიან მალე შეგხვდებით. თქვენი ნინო!”

 

Posted by Nino Surguladze on Thursday, 3 September 2015

გააზიარეთ

 
...