30 აგვისტო, 2015

მამუკა ჩარკვიანი ისევ საოპერაციოა

1mamukaმომღერალი მამუკა ჩარკვიანი, რომელიც სამი დღის წინ დაბრუნდა საქართველოში, ისევ საოპერაციოა. როგორც “არტინფოსთვის” გახდა ცნობილი, მას კვლავ მედიკოსების დახმარება ესაჭიროება.

მომღერლის მამის პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ინფორმაციით, მამუკა ჩარკვიანს ავსტრიაში რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და ფეხი შეუნარჩუნდა:

“საქართველოში მამუკასთვის ფეხი უნდა მოეჭრათ, ავსტრიაში კი მას ფეხი შეუნარჩუნეს. მან ბევრი ურთულესი ოპერაცია გაიკეთა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ფეხში რკინები აქვს, ოთხი თვე ასე უნდა იყოს და მერე ისევ დასჭირდება ოპერაცია. ერთი თვე უკვე გასულია, სამი თვეც დარჩა. თუ აქაურმა ექიმებმა ამოუღეს რკინები ხომ კარგი, თუ არადა, ისევ ავსტრიაში მოგვიწევს მისი გაშვება.”