18 აგვისტო, 2015

ლიზა ბათიაშვილი საქართველოში ბრუნდება

1liza-batiashviliმსოფლიოში ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ბრუნდება. ქართველი მევიოლინე, რომელიც წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტად არის აღიარებული, კონცერტს ამჯერად ბათუმში გამართავს.

ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ნიჭიერი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ორკესტრის „I,CULTURE Orchestra“-ს კონცერტი გაიმართება.

ორკესტრი მსმენელის წინაშე 26 აგვისტოს წარსდგება. მუსიკოსებთან ერთად შეკრებილი საზოგადოებისთვის ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილიც დაუკრავს.