23 აგვისტო, 2015

ვინ წარადგენს საქართველოს ოსკარზე?

1oscariრომელი ქართული ფილმი წარადგენს საქართველოს ოსკარზე? საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა „ამერიკის კინოაკადემიისთვის“ 2015 წლის კანდიდატი ფილმის შერჩევა დაიწყო.

კინოცენტრმა უკვე გაასაჯაროვა ის მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებითაც სპეციალურად შემდგარმა კომისიამ საქართველოდან 2015 წლის კანდიდატი ფილმი უნდა შეარჩიოს.

უკვე ცნობილია კომისიის წევრთა ვინაობაც. კომისიის წევრები იქნებიან ეროვნული კინოცენტრის დირექტორი და რეჟისორი ნანა ჯანელიძე, რეჟისორებიი გიორგი ოვაშვილი, ზაზა ურუშაძე და ნანა ჯორჯაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, კინომცოდნე ლელა ოჩიაური, მწერალი და სცენარისტი ვაჟა გიგაშვილი, მსახიობი მარიშა კიტია და პროდიუსერი ნოშრე ჩხაიძე.