თისელის ეკლესია აღარ დაინგრევა

14 აგვისტო, 2015

1tiselis-eklesiaთისელის გუმბათიანი ეკლესია აღარ დაინგრევა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ის სამცხე-ჯავახეთის მეექვსე გუმბათიანი ნაგებობაა.

ურთულეს მდგმოარეობაში მყოფ ტაძარზე მიმდინარე წელს თისელის სამ ეტაპიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება დასავლეთის მკლავის ნაწილობრივი აღდგენითი სამუშაოები, დასავლეთის კედლების ნაწილის აღდგენა და თლილი ქვით დასავლეთის თაღების აღდგენა.

გასულ წელს თისელის ეკლესიის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა შიდა სივრცის ნანგრევების და მიწისგან გაწმენდა, ეკლესიის გარე პერიმეტრის გაწმენდა, ბზარების ინექტირება, თლილი ქვით გუმბათქვეშა სვეტების შემოძარცვული ნაწილების აღდგენა, სამხრეთის შესასვლელის აღდგენა, სარტყელით გუმბათის შეკვრა, ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილის, გვერდითი მკვლავების და გუმბათის გადახურვის აღდგენა.

გააზიარეთ

 
...