26 ივლისი, 2015

ქართული ფილმი სარაევოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია

1SARAJEVO-FILM-FESTIVAL-facebookბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქი სარაევო 14-22 აგვისტოს საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს. მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ქართული ფილმი მოხვდა.

როგორც ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დათა ფირცხალავას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “მამა” სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია.

დათა ფირცხალავას “მამა” კიდევ ერთ საერთაშორისო კინოფესტივალშია ჩართული. ქართველი რეჟისორის ნამუშევარი ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც მონაწილეობს.