28 ივლისი, 2015

რუსთაველის თეატრი შექსპირის ფესტივალზე მიემგზავრება

1rustavelis-teatri-sheqspiris-festivalzeრუსთაველის თეატრი პოლონეთში შექსპირის ფესტივალზე მიემგზავრება. საერთაშორისო ფესტივალი გდანსკში 3-8 აგვისტოს ჩატარდება, რომელშიც ქართველი მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას.

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას გადაწყვეტილებით, დასი მის მიერ დადგმულ ერთ-ერთ ბოლო სპექტაკლს “იულიუს კეისარს” ითამაშებს. სწორედ ამ სპექტაკლით დახურა რუსთაველის თეატრმა სეზონი.

ერთმოქმედებიანი სპექტაკლის პიესის თარგმანი რობერტ სტურუას და ნინო კანტიძეს ეკუთვნით, მხატვრობა მირიან შველიძეს, კოსტიუმები ანა ნინუას, ქორეოგრაფია მარიამ ალექსიძეს, მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძეს, რეჟისორის თანაშემწე კი ციცინო გვაზავაა.

სპექტაკლში მონაწილეობენ ნინო არსენიშვილი, ზაზა ბარათაშვილი, ივანე გოგიტიძე, პაატა გულიაშვილი, ბესო ზანგური, ანდრია თავბერიძე, ზურა ინგოროყვა, კახა კუპატაძე, მამუკა ლორია, ქეთი სვანიძე, გაგი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, დავით უფლისაშვილი, ზურა შარია, გეგა ჩხაიძე, ლევან ხურცია და ლაშა ჯუხარაშვილი.