12 ივლისი, 2015

,,კვაჭი კვაჭანტირაძის” ინგლისური თარგმანი ,,გარდიანის” სარეკომენდაციო სიაში მოხვდა

1kvachiქართველი კლასიკოსი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის რომანი “კვაჭი კვაჭანტირაძე” დღესაც არ კარგავს აქტუალობას. კვაჭი კვაჭანტირაძის სახის შექმნით მიხეილ ჯავახიშვილმა იმჟამინდელი სოციალური წყობის შინაარსი გამოააშკარავა, რომელსაც შეუძლია საზოგადოებაში ასეთი „გმირი“ წარმოშვას, ლიტერატურული კუთხით კი სამწერლო ოსტატობის მაღალი კლასი აჩვენა.

რომანი გასულ წელს ინგლისურად ითარგმნა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ “კვაჭი კვაჭანტირაძის” ინგლისური თარგმანი “გარდიანის” სარეკომენდაციო სიაში მოხვდა.

ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს:

– 2014 წელს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ დაფინანსებული “კვაჭი კვაჭანტირაძის” ინგლისური თარგმანი “გარდიანის” სარეკომენდაციო სიაში მოხვდა!