10 ივლისი, 2015

თეატრალური დასი ,,et cetera’’ პირველი ადგილის მფლობელია

1mariam-jologuaთეატრალური დასი “et cetera”, რომლის ხელმძღვანელიც მსახიობი მარიამ ჯოლოგუაა, ესპანეთში საერთაშორისო საკონკურსო ფესტივალში “Mediterranean Legends/International Art Festival & Contest” პირველი ადგილისა და თასის მფლობელი გახდა!

ევროპელი მაყურებლის წინაშე თეატრალური დასი წარსდგა სპექტაკლით „ჩვენ გავიმარჯვებთ”. ფესტივალის ფარგლებში დასში მონაწილე მხატვრების ნინი და დიმიტრი დუმბაძეების გამოფენა გაიმართა. ქართველები პრიზიორები ხელოვნების ნომინაციაშიც გახდნენ.

ფესტივალის ფარგლებში, ცეკვის ნომინაციაში დასის წევრებმა ნინი და ანი შეყილაძეებმა მიიღეს მონაწილეობა და პირველი პრიზის მფლობელები გახდნენ.

თეატრალური დასი ,,et cetera’’ საქართველოში 12 ივლისს დაბრუნდება.