31 ივლისი, 2015

თამარ გვერდწითელმა საქართველოში ფესტივალი დააარსა

1gverdwiteliრუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა თამარ გვერდწითელმა საქართველოში ფესტივალი დააარსა, რომელსაც “თამარ გვერდწითელის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი” ეწოდება და ის ბათუმში ჩატარდება. ფესტივალის ორგანიზატორი თამარ გვერდწითელის ფონდია.

“დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, შევხვდებით ბათუმში,” – ასეთ განცხადებას აკეთებს თამარ გვერდწითელი სოციალურ ქსელში.

მომღერლის გადაწყვეტილებით, ფესტივალი საქველმოქმედო იქნება და მთელი შემოსავალი 13 ივნისს დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება

თამარ გვერდწითელის მიერ დაარსებული რიგით პირველი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 21-23 აგვისტოს ბათუმში გაიმართება.