17 ივლისი, 2015

გიგი დედალამაზიშვილი მამა გახდება

1gigiჯგუფ “მგზავრების” სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი მამა გახდება. ეს სასიამოვნო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა დედამ, ციცი ფალავანდიშვილმა გაავრცელა:

– პირდაპირი ჩართვა კიევიდან! ყველაზე ბედნიერი ვარ! ორგზის ბებია გავხდები! უკვე ორი პრინცესას ბებია! ვაშა! გიგი და მარი, გილოცავთ დე!

გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე უკრაინელი ფოტოხელოვანი მარინა კარპია. წყვილი პირველი შვილის მოლოდინშია. ისინი უკრაინაში იმყოფებიან, სადაც მარინამ ადგილობრივ კლინიკაში ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაიტარა და ბავშვის სქესიც გაიგო.

უკრაინაში კი ბავშვის სქესს მშობლებს საკმაოდ ორიგინალურად ატყობინებენ – ტორტის შიდა კრემი ბავშვის სქესზე მიუთითებს. ტორტი ცისფერკრემიანი შიგთავსით ბიჭის მანიშნებელია, ვარდისფერკრემიანი კი გოგოსი.

ექოსკოპიიდან სახლში დაბრუნებულმა გიგიმ და მარინამ ტორტი საზეიმოდ გაჭრეს, ვარდისფერი კრემის დანახვისას გახარებულმა გიგიმ წამოიძახა “გოგონა” და მარინას გადაეხვია. ამ დღესასწაულის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში უკვე გავრცელდა.

Posted by Marina Karpiy on 17 Июль 2015 г.