24 ივლისი, 2015

ახმეტელის თეატრი ბრაზილიაში მიდის

1axmetelis-teatri-braziliashiახმეტელის თეატრის დასი სპექტაკლით 2+2=2 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „cena contemporanea” მიემგზავრება. ფესტივაში საქართველოდან მხოლოდ ახმეტელის თეატრია მიწვეული.

2+2=2 ბრაზილიელმა რეჟისორმა როდრიგო ფიშერმა დადგა. სპექტაკლის პრემიერა ახმეტელის თეატრში გაზაფხულზე შედგა.

ქართველ მსახიობებთან ერთად ბრაზილიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობენ პორტუგალიის, ესპანეთის, პოლონეთის, ავსტრალიის, საფრანგეთის, არგენტინის და გერმანიის თეატრალური დასები.

ფესტივალი ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში 18-30 აგვისტოს გაიმართება. ახმეტელის თეატრი მაყურებლის წინაშე 17 აგვისტოს წარსდგება.