29 ივლისი, 2015

აჭარაში მოდის კვირეული პირველად ჩატარდება

1acharis-modis-kvireuliაჭარაში მოდის კვირეული პირველად ჩატარდება. კვირეული 30 ივლისს ბათუმში გაიხსნება და 4 დღის განმავლობაში 15-მდე დიზაინერის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარმოადგენს.

სპეციალურად ამ კვირეულისთვის ბათუმში 60 მეტრიანი პოდიუმი აშენდება, სადაც ქართველი დიზაინერების კოლექციებს ქართველი მოდელები წარმოადგენენ. დიზაინერთა ნამუშევრები, რომლებიც პოდიუმზე არ იქნება გამოტანილი, მოდის კვირეულის შოურუმში გამოიფინება.

აჭარის მოდის კვირეულზე მოდის საერთაშორისო კრიტიკოსებს, ბაიერებს, ბლოგერებს, ჟურნალისტებს, რედაქტორებს პოპულარული მოდის გამომცემლობიდან და დიზაინერებს ელოდებიან. ორგანიზატორთა თქმით, აჭარაში მოდის კვირეული ტრადიციად იქცევა და ყოველი წლის ზაფხულში ბათუმში ჩატარდება.